დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ბარათაშვილის ხიდის ქვეშ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა აღარ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

“ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე ეწყობა ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელი”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

Visited 172 times, 1 visit(s) today