დღეიდან №88 ავტობუსების მგზავრებს 11 ახალი ლურჯი MAN-ის CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება

18/07/2017

დღეიდან №88 ავტობუსების მგზავრებს 11 ახალი ლურჯი MAN-ის CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.
№88 მარშრუტი ნუცუბიძის პლატოს IV მიკრო რაიონიდან ყაზბეგის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილიის მერიის მხარდაჭერით 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა ახალი 143 MAN-ის ავტობუსები. ავტობუსები უკვე მოძრაობს მარშრუტზე № 9, 37, 51, 61 და 87 მარშრუტებზე.
უახლოეს პერიოდში MAN-ის ავტობუსები კიდევ 6 სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0