დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 833 პირი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გადანაწილდა ასე: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 506, იმერეთში – 324, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი – მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.
სულ 6 ოქტომბრიდან – 2 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 11 489 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 267 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 881 პირი, აჭარაში – 12 537, იმერეთში კი – 2 889.

Visited 44 times, 1 visit(s) today