ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღეები თელავში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა

19/06/2017

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ევროკავშირის პარტნიორებთან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, ევროპის დღეები თელავში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა.
ნადიკვარის პარკში მოეწყო როგორც საზოგადოებრივი ხასიათის ასევე გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.
ჩატარდა გალაკონცერტი ლევან მასპინძელაშვილის და ჯგუფი ჯეიმ სტეიშენის მონაწილეობით.
ღონისძიების ესწრებოდნენ ევროკავშრის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო სქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან და საქართველოში ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0