ევროკავშირმა სანქციები 146 პირსა და 37 კომპანიას ექვსი თვით გაუხანგრძლივა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ექვსი თვით ახანგრძლივებს სანქციებს 146 პირისა და 37 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც “კვლავ უქმნიან საფრთხეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქციები სიაში მოხვედრილ ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 12 მარტს გამოქვეყნდება.

Visited 141 times, 1 visit(s) today