ევროპელი მოსამართლეებისთვის პიაცაზე საზეიმო ვახშამი გაიმართა

30/06/2017

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის მონაწილეებისთვის აჭარის ა.რ. მთავრობის სახელით, საზეიმო ვახშამი გაიმართა. ბათუმის პიაცაზე გამართული ვახშამი საკონცერტო ნაწილით გაგრძელდა. ცნობილმა მომღერლებმა ნანი ბრეგვაძემ, ნინო ქათამაძემ, ეკა მამალაძემ, სოფო ნიჟარაძემ, ნიკოლოზ მემანიშვილმა და ზვიად ბოლქვაძემ ქართული სიმღერები და კომპოზიციები შეასრულეს. აჭარის სახელმწიფო ანსამბლ ,,ბათუმმა” ცნობილი ქართული სიმღერები, ხოლო აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,ხორუმმა” ქართული ხალხური ცეკვები წარმოადგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0