ევროპის დღეების ფარგლებში თელავში ღონისძიებები გაიმათება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში ევროპის დღეების ფარგლებში, თელავში ღონისძიებები გაიმართება საქართველოში ევროპის დღეებიის ფარგლებში თელავში , ივნისს შუა რიცხვებში ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებას კულტურის და დასვენების პარკი „ ნადიკვარი“ უმასპინძლებს . დაგეგმილია საინფორმაციო და კულტურულ გასართობი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის და ევროპული ფასეულობების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეპბას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ასევე რეგიონული და უცხოური შემოქმედები. ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით თელავის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქ.თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე, კახეთის რწმუნებულის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, პროგრამა ,,ევროკავშირი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი რანია მუნა და ამავე პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი ვახტანგ ასანიძე ესწრებოდნენ.

Visited 338 times, 1 visit(s) today