ევროპის საინვესტიციო ბანკი, (EIB) საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს

13/07/2017

ევროპის საინვესტიციო ბანკი, (EIB) საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს. შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს 13 ივლისს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.
ფინანსური რესურსი მოხმარდება საქართველოს მასშტაბით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობიასა და რეაბილიტაციას.
საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი განხორციელება:შეამცირებს მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს, გაზრდის გაზრდის სატრანსპორტო უსაფრთხოებას; გაზრდის სატრანსპორტო უსაფრთხოებას; გაზრდის საერთაშორისო მიმოსვლას.
პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0