ეთნოგრაფიული მუზეუმი კეთილმოეწყო

16/07/2017

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე და დასასვენებელი ღია სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, მუზეუმში, დაახლოებით, 1 000 მ2 ფართობის გზა მოეწყო – დაიგო ერთფენიანი ასფალტის საფარი. გამოიცვალა ნათურები, ჩანაცვლდა ძველი და დაიდგა ნაგვის ახალი ურნები. მუზეუმში განთავსდა სკამები. მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირება. “არტ გენი 2017”-ის თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 17 ივლისიდან უმასპინძლებს. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0