“ეთნოფესტივალი – 2019” გაიმართა

22/09/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი “რუსთავქალაქობა“- 2019-ის ფარგლებში გამართულ ეთნოფესტივალს დაესწრო. ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, მოეწყო რეგიონის მუნიციპალიტეტების სტენდები, გამოიფინა ქართული ტრადიციული სამოსი, ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი პროდუქცია.
სახელმწიფო რწმუნებული ქალაქის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დღის განმავლობაში, მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა. დღესასწაულო პროგრამა ქართული მუსიკის საღამომ დაასრულა, დაჯილდოვდა რუსთავის საპატიო მოქალაქე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0