ეკატერინე გრიგალავა მსოფლიო გარემოსდაცვითი განათლების მეცხრე კონგრესში მონაწილეობს

11/09/2017

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა და გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ალადაშვილი მონაწილეობას იღებენ ქ. ვანკუვერში (კანადა) მიმდინარე მსოფლიო გარემოსდაცვითი განათლების მეცხრე კონგრესში, რომელიც ორგანიზებულია გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment) მხარდაჭერით.
კონგრესის ერთ-ერთი სესია – “თბილისი +40“, ეძღვნება თბილისში 1977 წელს ჩატარებულ პირველ მთავრობათაშორის კონფერენციას – განათლება მდგრადი განვითარებისთვის.
კონგრესი წარმოადგენს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომლის ძირითადი თემებია „კულტურა და გარემოს დაცვა”. კონფერენციაზე განხილული იქნება გარემოსდაცვითი განათლებისა და განათლება მდგრადი განვითარებისთვის მიმართულებით არსებული ის საკითხები, რომლებიც ხაზს გაუსვამენ ურბანული ეკოსისტემებისა და ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობას გლობალურ დონეზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0