ეკატერინე გრიგალავა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში (2017 წლის 31 დეკემბრამდე) შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

Visited 190 times, 1 visit(s) today