ეკატერინე გრიგალავა ქ.ვენაში კლიმატის სამოქმედო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

15/09/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ქ.ვენაში კლიმატის სამოქმედო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის შემუშავებაზე, სამინისტროებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
კლიმატის სამოქმედო ჯგუფი ქ.ვაჩაუში ჩამოყალიბდა და წარმოადგენს ფართო პლატფორმას მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თანამშრომლობისთვის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და დამკვირვებელი ქვეყნებისათვის.
შეხვედრის ძირითადი მიზანია ანგარიშგების სისტემის გამარტივება, ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის გაუმჯობესება და ქვეყნების ვალდებულების განსაზღვრა პარიზის შეთანხმების მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0