ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს მთავრობის პოზიციები, მიღწევები და სამომავლო გეგმები. მთავრობის ერთ- ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობები წარმოადგენს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთთან, როგორც ცირკულარული შრომითი მიგრაციის, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. უნგრეთის ელჩმა მინისტრს გაუზიარა გამოცდილება უნგრეთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში არსებული დუალური განათლების შესახებაც.
ეკატერინე ტიკარაძემ სრული მზადყოფნა გამოთქვა უნგრეთის მხარესთან აქტიური თანამშრომლობის კუთხით.

Visited 108 times, 1 visit(s) today