ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები, ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაკროეკონომიკური პარამეტრები ეროვნულ ბანკთან ერთად განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.
აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის მზარდ დინამიკას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა ონლაინ-სესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.

Visited 156 times, 1 visit(s) today