ელიავაზე მაღაზიების მფლობელები მეხანძრეების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ

02/07/2017

ამ დროის მონაცემებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. ელიავას ბაზრობაზე, ე.წ. სექტორებში მაღაზიების მფლობელები მეხანძრეების მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
მათი განცხადებით, მეხანძრეები ეფექტურად ვერ მუშაობენ. ამის გამო სამართალდამცველებსა და მაღაზიების მფლობელებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ხანძარი ამ დროისთვის შედარებით შესუსტებულია. ადგილზე კვლავ მუშაობენ მეხანძრე მაშველები. ტერიტორია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ შემოღობილი.
ამ დროის მონაცემებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0