ელჩები დადიანების სალხინოს რეზიდენციას სტუმრობდნენ

29/05/2016

საქართველოში აკრედიტირებული ელეჩბი “დიპლომატიური ტურის” ფარგლებში დადიანების სალხინოს რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. დიპლომატიური კორპუსის წევრებმა დადიანების სასახლე, ეზო, ტაძარი და მარანი დაათვალიერეს.

ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მეგრული სამზარეულო დააგემოვნეს და კერძების მომზადების პროცესს დაესწრნენ.

ელჩები დიპლომატიური ტურის ფარგლებში სამეგრელოში 28 მაისს ჩამოვიდნენ. ორმოცამდე რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩმა კონფლიქტისპირა ზოლი და იქ განხორციელებული პროექტები დაათვალიერა, ასევე დაესწრნენ რეგიონის პოექტებისა და პოტენციალის პრეზენტაციას. 29 მაისს დიპლომატებმა ანაკლიის პორტის ტერტორია დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ელჩები დღესვე “აწარმოე საქრთველოს” ფარგლებში დაფინანსებულ სასათბურე მეურნეობას სტუმრობდნენ, დიპლომატებმა ტურის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც დაათვალიერეს.

დიპლომატიური ტური სამეგრელოში დღეს დასრულდა, სხვადასხვა ქვეყნის წარნმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გააცილა და რეგიონით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

“დიპლომატიური ტური” სამაგრელოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0