ერეკლე კუხიანიძემ სოფელ მაწევანში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

24/07/2017

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად სოფელ მაწევანში სანიაღვრე არხის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა. ძლიერი წვიმების დროს სანიაღვრე არხიდან გადმოსული წყალი ტბორავდა სოფლის შიდა გზებს, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. ახალი წყალგამტარი კიუვეტების დამონტაჟების შემდგომ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება. სამუშაოებს აწარმოებს ა.(ა).ი.პ „თეთრიწყარო წყალი“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0