ერთად შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ, რომ კითხვები მოვხსნათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თუკი ვინმე გუნდში ჩვენთან ერთად არის და ეჭვი ეპარება გუნდის ლიდერის გიორგი კვირიკაშვილის, მთავრობის და ხელისუფლების პოზიციაში, თავის მოქმედებებში გარკვეული კორექტივები უნდა შეიტანოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

“რა სახის იქნება ეს კორექტივები, მათზეა დამოკიდებული. შეიძლება სჭირდებათ უფრო მეტად პოზიციების დადასტურება, გარკვევა, მაშინ ყველანი ერთად შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ, რომ კითხვები მოვხსნათ ერთმანეთთან მიმართებაში. პარტია “ქართული ოცნების” ყრილობაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი, რომ ის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის პროაქტიური მომხრეა. “ხელისუფლების პროდასავლურობაში არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.

Visited 158 times, 1 visit(s) today