ეროვნული ბიბლიოთეკა თელავში გამოფენას მოაწყობს

16/05/2016

18 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში გამოფენას მოაწყობს, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვ საინტერესო ნივთები.
ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
თელავის გარდა უნიკალური ექსპოზიციები 11-დან 22 მაისამდე საქართველოს
სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახაქალაქში, და მარნეულში გამოიფინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0