„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

20/09/2023

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისი ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრას ითვალისწინებს „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დღეს, 75 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. პროექტი, რომელიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, დეპუტატებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო. აღნიშნული კანონპროექტი დარგობრივ და მუნიციპალურ დონეზე ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების გამოყენების ოპტიმალურ დაგეგმვასა და პროცესების ეფექტიან მართვას, ასევე საჯარო დაწესებულებებში სტანდარტიზებულ, სისტემატიზებულ, უტყუარ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების ხარისხის ამაღლებასა და ელექტრონული მმართველობის განვითარებას. კანონპროექტი ყველა იმ პროცესსა და ურთიერთობას აწესრიგებს, რომლებიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში მონაცემების და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარებისა და გამოყენების პროცესში წარმოიშობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0