ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა მესამე მოსმენით 74 ხმით მიიღო „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება.

​„კანონპროექტს მესამე მოსმენით ცვლილება არ განუცდია და ისეთივე სახითაა წარმოდგენილი, როგორც მეორე მოსმენისას“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

Visited 73 times, 1 visit(s) today