ეს არის ახალი შესაძლებლობები კერძო და საჯარო სექტორისთვის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით

13/04/2017

ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) შესახებ კანონზე.
აღნიშნული მიმართულებით, ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან.
„ეს არის ახალი შესაძლებლობები კერძო და საჯარო სექტორისთვის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა უკეთესი სერვისის შეთავაზების კერძო სექტორის ჩართულობით. კანონი ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. დოკუმენტი მნიშვნელოვანია, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის, რადგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აღნიშნული კანონის ქვემდებარე იქნება და შესაბამისად, ამ კანონით დარეგულირდება,“ – დიმიტრი ქუმსიშვილი.
კანონის გარდა, შესაქმნელია რამდენიმე განმახორციელებელი სტრუქტურა, გარდა ამისა, სამინისტროებში, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროში, გასაძლიერებელია ფისკალური რისკების მართვის მიმართულება.
კანონის პროექტის წარდგენა პარლამენტში მიმდინარე წლის ივნისში, ხოლო სტრუქტურების შექმნა და გაძლიერება 2018 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0