ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებას ექპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელსი ეხმაურება და საზოგადოებას ერთად დგომისკენ მოუწოდებს.
,,ჩათვალეს, რომ ჩვენი თაობა უკვე ანგარიშში ჩასაგდებიც აღარ არის, უკვე გაგვთელეს, მოგვინელეს და ახლა ჩვენს შვილებს მიადგნენ: ახლა რაც ხდება, ეს ბარბაროსული მორალური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ, ეს ჩვენი შვილების თაობის განადგურებას ემსახურება, ისინი არიან სამიზნე – ჩვენი შვილები უნდა ჩაკლან მორალურად, გატეხონ და გაანადგურონ, რომ აღარასდროს გაუჩნდეთ ასეთი ქვეყნისთვის ბრძოლის სურვილი.
ადამიანებო, დედებო, მამებო – არ დავუშავთ, რომ ჩვენი შვილები გადათელონ! დავდგეთ ერთად ჩვენი შვილების გადასარჩენად! ჩვენ დაგამარცხებთ, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შვილების სახელით, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს!“ – წერს ლაგაზიძე.