ეს იყო დამარცხების აღიარება

25/10/2016

სანდრა რულოვსი დარწმუნდა, როდესაც მან მეორედ წააგო არჩევნები ის დამარცხებისთვის იყო განწირული და აღარ ჩათვალა საჭიროდ, რომ მესამედ ეწვნია ეს მარცხი – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია, სანდრა რულოვსის მიერ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის წინ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის ფაქტს.
„ეს იყო დამარცხების აღიარება აი ამ ქალაქში სადაც ასე ძალადობდა მთელი მისი გუნდი და მათი წარმომადგენლები რეგიონებში, რომ იქ მოეგოთ არჩევნები ეს იყო ძალიან დიდი თავხედობა. სანდრა რულოვსი დარწმუნდა, როდესაც მან მეორედ წააგო არჩევნები ის დამარცხებისთვის იყო განწირული და აღარ ჩათვალა საჭიროდ, რომ მესამედ ეწვნია ეს მარცხი. მე ეწვიც არ მეპარებოდა, რომ ზუგდიდში სე როგორც მთელ სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერცერთ მანდატს ვერ მიიღებდა“ – აცხადებს ბესელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0