ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ მათ მეტად დავეხმაროთ

06/10/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ ორგანიზებულ, მეიდანზე გამართულ სამეწარმეო ბაზრობას ეწვია. გიორგი ქობულიას განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა იმის კარგი მაგალითია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლია რეალურად საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს.

„ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ მათ მეტად დავეხმაროთ არა მარტო ფინანსურად, არამედ იმითაც, რომ მივცეთ საშუალება გავიდნენ სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის, ექსპორტზეც, ასევე ვასწავლოთ მათ საწარმოების ფინანსური მართვა, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტად წარმატებულები გახდნენ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0