ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21/11/2017

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მისიის დასრულებამდე დელეგაციის წევრებმა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ერთად 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნების შესახებ იმსჯელეს. შემაჯამებელ შეხვედრას თამარ ჟვანიასთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეს სპიკერი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საერთო ჯამში მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა.
OSCE/ODIHR-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება 13 სექტემბრიდან დაიწყო. გრძელვადიანი მისია დააკვირდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, აგრეთვე, არჩევნების პირველი და მეორე ტურის მიმდინარეობას. მისია საქართველოს 22 ნოემბერს დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0