ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა ბორდიურები და დაიგო დეკორატიული ფილები. ამ ეტაპზე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 24 მილიონი ლარი გამოიყო.

Visited 219 times, 1 visit(s) today