ვანში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

08/07/2016

ვანის მუნიციპალიტეტ სოფელ ბზვანში გადაუღებელი წვიმის შდეგად საცხოვრებელი სახლები და სახნავ სათესი მიწები დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა, რამაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაანადგურა.
ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, ვითარებას ეცნობიან მუნიციპალიტეტის გამგეობიდანაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0