ვანში ჩახუნაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში ჩახუნაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარი ეწყობა. რეაბილიტაცია უტარდება აღნიშნული ქუჩის 1 500 მეტრიან მონაკვეთს,რომელზედაც ბიუჯეტიდან 345 893 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოადგილესთან, ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ქ.ვანში ჩახუნაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „MJM “ ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სახელშეკრულებო ვალდებულების თანახმად, გზის რეაბილიტაცია 16 აგვისტოს დასრულდება.

Visited 283 times, 1 visit(s) today