ვარშავაში, გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად მეგობრული სადილი გაიმართა

08/11/2017

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას სახელით ვარშავაში, ბელვედერის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად მეგობრული სადილი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი მეგობრულ სადილს შვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად დაესწრო.
საგანგებოდ ქართული და პოლონური სიმღერებისაგან შემდგარი საკონცერტო რეპერტუარი პრეზიდენტს პოლონეთის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,მაზოვშე” წარუდგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0