ვაჩნაძიანსა და შაშიანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

08/06/2016

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში სოფელ ვაჩნაძიანის ე.წ სადგურის უბნის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში 715 მეტრის სიგრძის გზის მოასფალტება და 630 მეტრის სიგრძის ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. 2017 წელს სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება და მოსაფალტდება 340 მეტრი სიგრძის გზა.
სოფელ შაშიანში მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1კმ. 230 მ. სიგრძის გზა და 130 მეტრზე მოეწყობა ახალი ბეტონის სანიაღვრე არხი.
სოფელ ვაჩანაძიანის გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 250600 ლარი, ხოლო სოფელ შაშიანის გზის პროექტის ღირებულება _ 308325 ლარია. ორივე პროექტს შ.პ.ს “გზამშენი 2005” ახორციელებს.
სამუშაოები მიმდინარე წლის 29 ივნისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0