ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ათენში იმყოფება

გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის სამუშაო ვიზიტი ქ. ათენში.
მინისტრის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხებში გენერალურ დირექტორს, თეოდოროს გეორგაკელოსს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თემატიკა, ასევე მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე.
საბერძნეთში ვიზიტისას მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა კონსულტაციები გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის საკითხებში გენერალურ დირექტორთან, იოანის მეტაქსასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე.

Visited 104 times, 1 visit(s) today