ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა.
ღონისძიებაზე, რომელიც ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ გახსნა, სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გამოვიდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა, ჭადრაკის მესვეურებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, ერთდროული თამაშის სეანსი და საჩვენებელი თამაშები გაიმართა, ამასთანავე, საჭადრაკო თემაზე გამოფენა მოეწყო და წამახალისებელი გათამაშება ჩატარდა.
ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ზურაბ აზმაიფარაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის FIDE 1924 წლის 20 ივლისს პარიზში დაარსდა და ის ყველა ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციასაერთიანებს, ამასთან, ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო საჭადრაკო ცხოვრებას, ამტკიცებს ჭადრაკის სათამაშო წესებს, ანიჭებს საერთაშორისო ტიტულებს.

Visited 171 times, 1 visit(s) today