ვეტერანთა სამსახური თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გაუზიარა და მისი მოსაზრებები მოისმინა. „მის მიერ,დადებითად იქნა შეფასებული, მოწონებული
და მხარდაჭერილი რეფორმები, რომლებსაც ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვახორციელებთ. ჩვენ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვეტერანების მოსაზრებას. დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმები. თავდაცვის სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააგრძელებს ინტენსიურ დააქტიურ თანამშრომლობას ვეტერანებთან“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, ვლადიმერ იმნაძემ მინისტრს რეორგანიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრა ვეტერანთა საკითხებზე საუბრით გაგრძელდა. ვლადიმერ იმნაძემ ლევან იზორიას ვეტერანთა პრობლემები გააცნო და მათ მოგვარებაში თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მისივე შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობისა და ნდობის სრული გამოხატულებაა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე.

Visited 156 times, 1 visit(s) today