„ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე გამოიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კორეაში, ქ. სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა.
ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.
ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას უწევდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქ. სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა.
ვეფხისტყაოსნის კორეულ ენაზე გამოცემა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.

Visited 211 times, 1 visit(s) today