ვიმედოვნებ, რომ ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრები უახლოეს მომავალში კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე აისახება

01/11/2017

ესტონეთის პრეზიდენტი ესტონელი ბიზნესმენების დელეგაციასთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმს დაესწრო.
ბიზნესფორუმი საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმში 100-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობდა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მიმართეს.
საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
ესტონელი ბიზნესმენები ინტერესს გამოხატავენ ისეთ სექტორებში როგორიცაა: უძრავი ქონება, თავდაცვა, არქიტექტურა, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, ენერგეტიკა წარმოადგენს.
“საკმაოდ წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაცია იყო დღეს წარმოდგენილი ესტონეთის მხრიდან, რაც ადასტურებს, რომ ესტონეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით, მით უფრო, რომ წარმატების მაგალითები უკვე არსებობს და ვიმედოვნებ, რომ ის ორმხრივი შეხვედრები, რომელიც დღეს ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართება, უახლოეს მომავალში კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე აისახება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0