ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კარგი თანამშრომლობა იქნება

03/04/2017

ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კარგი თანამშრომლობა იქნება, რათა საქართველო წინ წავიდეს, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას. იან კელი იმედოვნებს, რომ მთავრობა მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლაში.

„ჩემი აზრით, მთავარია, რომ საქართველოს წინსვლის პროცესი შენარჩუნდეს. მნიშვნელოვანია, ეკონომიკური რეფორმები. აშშ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო მდგრადი იყოს და ამის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი ძლიერი ეკონომიკაა“, – განაცხადა კელიმ.

კელი ასევე შეეხო განათლების რეფორმას. მისივე თქმით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია.

„ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამეცნიერო, საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარებაში და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაში მონაწილეობას ვიღებთ“, – განაცხადა კელიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0