ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესებთან დაკავშირებით ონისა და ამბროლაურის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

20/08/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესებთან დაკავშირებით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0