ვიქტორ დოლიძემ იანის ზლამეცსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იანის ზლამეცსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ვიქტორ დოლიძემ ლატვიის ელჩს საქართველო-ლატვიის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. ვიქტორ დოლიძემ იანის ზლამეცს ეუთოსა და ვენაში (ავსტრია) განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. თავის მხრივ იანის ზლამეცსმა განაცხადა, რომ ახალი პოზიციიდან მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

Visited 121 times, 1 visit(s) today