ვიქტორ დოლიძემ მედიისთვის საზაფხულო სემინარი გახსნა

10/07/2017

ნატოს სამეკავშირეო ოფისში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა ვიქტორ დოლიძემ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის NATO-ს შესახებ მე-8 საზაფხულო სემინარი გახსნა. საზაფხულო სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციის „ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ” ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაში თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ნატოს საზაფხულო სემინარი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის პარტნიორობით ტარდება. „მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ამგვარი სემინარისთვის, რადგან ჟურნალისტებს, განსაკუთრებით რეგიონებში, საგაზეთო, სატელევიზიო, თუ ზოგადად, მასმედიის წარმომადგენლებს, შეუძლიათ დადებითი როლი ითამაშონ სტრატეგიულ კომუნიკაციაში ჩვენს თანამოქალაქეებთან და ადგილზე მათი ინფორმირება. ამიტომაც, მათი შესაბამისი მომზადება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენც მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც.”- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0