11 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბრატისლავას პროფესიული სკოლის დირექტორს მარია კატრენიაკოვასა და ამავე სკოლის წარჩინებულ სტუდენტს მიქაელა მაგდალენა ტიჩას შეხვდა. სტუმრები საქართველოში პროექტის ,,ევროპელი მასწავლებელი“ ფარგლებში იმყოფებიან. ეს პროექტი ქართული პროფესიული სკოლებისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის “ევროპელი მასწავლებელი” ფარგლებში 10 პროფესიული სკოლის მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (მიმართულება: სასტუმროს მენეჯმენტი, მშენებლობა, კულინარია) მაისის ბოლოს ვიზიტით სლოვაკეთში, ბრატისლავაში იმყოფებოდა. ისინი შეხვდნენ სლოვაკური პროფესიული სკოლების წარმომადგენლებს: დირექტორებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მათი გამოცდილებები გაიზიარეს. პროექტი ICMPD- მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდჭეერით ხორციელდება