ვიქტორ დოლიძე ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ბულგარეთში, ქ.სოფიაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ათანას ზარიანოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. ბულგარეთის მხარის მიერ აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული განხორციელება, რაც, მისივე თქმით, კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ნატოსთან. ათანას ზარიანოვმა დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილი.“თქვენი კონტრიბუცია არის უდიდესი. საქართველო იქცევა, როგორც ალიანსის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან “-განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.

Visited 86 times, 1 visit(s) today