ვიქტორ დოლიძე იტალიის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელს და საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

17/07/2017

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელს ფაბიო კროკოლოსს და საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტრანსპორტის სფეროში იტალიის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. იტალიის მხარემ მზაობა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიას შორის სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0