ვიქტორ დოლიძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. შეხვედრა ქ.ვილნიუსში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლინას ლინკევიჩუსმა მიულოცა ვიქტორ დოლიძეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ლიტვა მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის, ასევე, ორმხრივ ფორმატში. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში ამ პროგრამის წარმატებით მონაწილე ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ლინას ლინკევიჩუსმა, აგერთვე, აღნიშნა, რომ ლიტვა ძალისხმევას არ დაიშურებს პარტიორებთან მუშობისას აღმოსავლეთ პარტიონობისა და ნატო-ს მომავალ სამიტებზე საქართველოს საკითხის აქტიურად განხილვის მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეებმა მომძლავრებული ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზეც იმსჯელეს, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

Visited 137 times, 1 visit(s) today