ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა

17/10/2017

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა.
,,მოგეხსენებათ, რომ მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უმაღლესი დონის შეკრება, მათ შორის სახელმწიფო მეთაურების დონეზე, სადაც საშუალება გვაქვს, რომ აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და სახელმწიფო მოღვაწეების დონეზე გავმართოთ ორმხრივი შეხვედრები და დავაფიქსიროთ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ინტეგრაციული თემები. ამიტომ ჩვენ გვინდა, გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა’’- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერობების გაძლიერების მნიშვნელობა ბუნდესტაგთან, გერმანულ აკადემიურ ინსტიტუტებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. საუბარი, ასევე, შეეხო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზატორების მხრიდან ბათუმის კონფერენციის ფარგლებში დამატებითი ღონისძიების დაგეგმვის შესაძლებლობას, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აქტიურად გაჟღერების მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0