ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

22/08/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ქ.კიევში გაემგზავრა, სადაც ა.წ. ნოემბერში, ბრიუსელში დადეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეხუთე სამიტისთვის მოსამზადებელ უკრაინულ-ქართულ-მოლდოვურ კონსულტაციებში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“ მზადებაზე, სამიტის დეკლარაციისთვის საერთო პოზიციების შემუშავებასა და ამ მხრივ პარტნიორების კონსოლიდირების საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროინტეგრაციის საკითხებზე ვიქტორ დოლიძის შეხვედრა უკრაინის ანალიტიკური ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0