ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

24/07/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც, 24-26 ივლისს, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან. უნგრულ მხარესთან შეხვედრებზე მხარეები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს განიხილავენ, საუბარი, ასევე, შეეხება როგორც ევროკავშირთან საკანონმდებლო და ეკონომიკური დაახლოების, ასევე, ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0