ვიქტორ დოლიძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა

06/04/2017

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლუკას ბეგლინგერთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს აპარატის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში მიმდინარე პროექტებზე და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე. ვიქტორ დოლიძემ მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები და საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტი პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0