ზაზა ურუშაძემ ლანჩხუთში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

17/07/2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ქალაქში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
გამგებელს თან ახლდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და ქალაქში გამგებლის წარმომადგენელი ლადო ნანაძე.
ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ სკვერსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგება ახალი ფილაქნები და ბორდიურები.
სკვერში კი დაგეგმილია ატრაქციონებისა და ღია სცენების მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება, რომელიც ქალაქში არსებულ ყველა სკვერის რეაბილიტაციას, ბორდიურების, პანდუსების, ქვაფენილების მოწყობას
ითვალისწინებს და რომლის ფარგლებში უკვე გაკეთდა ახალი შადრევანი, 708 88 ლარია, სამუშაოებს შპს “სამკუთხედი” ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0